მატეო კოვაჩიჩი:„ზიდანი ჩვენი კერპია“
მატეო კოვაჩიჩმა ზეგინდელ ფინალზე ისაუბრა...
„ძალიან ახალგაზრდა ვარ. ჩემ ასაკში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოფნა დიდი ბედნიერება და ამასთანავე პასუხიმგებლობაა.“
„სიმეონეს გუნდი დაცვაში ძალიან კარგად თამაშობს და გოლს იშვიათად უშვებს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელებს საკმრის სისწრაფეს და ტექნიკას ფლობენ, აქედან გამომდინარე, ბრძოლის შემთხვევაში გამარჯვება მიღწევადია.“
„ბრწყინვალე გარემოში ვცოვრობ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ. ასეთ დონეზე არასდროს მიასპარეზია, წელს კი უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი და ისეთ დონეზე ვითამაშებ, როგორზეც მეგავარსკვლავები გამოდიან.“
„2-3 წლის წინ ზინედინ ზიდანთან ერთად მუშაობას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ყველაფერი ხდება. ფრანგი ლეგნდა ჩვენი კერპია, მას ყველას პატივს სცემს. მართლაც ძალიან სასიამოვნოა და საინტრესოა „ბლანკოსის“ მესაჭის დარიგებების მოსმენა.“
„ლუკა მოდრიჩს დიდ მადლობას ვუხდი. ჩემმა თანამემულემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადაპტაცია დროულად გამევლო.“
„ესპანური ენა? ვფიქრობ, ჩემი ესპანური მისაღებია.“
- 26 მაი 2016
- 2 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.