გოდინი: "ლისაბონის ფინალის დავიწყება რთული იყო"
მადრიდის "ატლეტიკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიეგო გოდინიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა ლისაბონში განცდილი მარცხი სამეფო კლუბის წინააღმდეგ.
"ლიგის ფინალში კვლავ გავედით. ორი წლის წინ უპირატესობის განიავება ერთ წამში მოვახერხეთ, რაც ძალიან მძიმე იყო. ლისაბონში წაგებული ფინალი დიდი ხნით ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში და ამ ფაქტის დავიწყება იოლი საქმე არ იყო."
"ახლა უკვე ვაანალიზებთ, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და შურის საძიებლად ვემზადებით. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის განადგურება შეუძლია და ასე იქნება "რეალთან" მატჩშიც. ჩემპიონთა ლიგის თანსს ჩვენ აღვმართავთ."
Marca.com
- 26 მაი 2016
- 3 435
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.