არბელოა:„მოუთმენლად ველი ფინალს“
ალვარო არბელოამ ფინალთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნო...
„ისევე როგორც ყველა მადრიდისტა, მეც მოუთმენლად ველი ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ვითმააშებ, თუ სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები, ეს შეხვედრა ყველა ვარიანტში ბოლო იქნება ჩემთვის, როგორც „რეალის“ ფეხბურთელისთვის, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ თასის მოპოვებას მოვახერხებ. უმნიშვნელოვანესი პაექრობა გველის. ამ სეზონში ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ თუ გავიმარჯვებთ, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.“
„კონკურენტუნარიანი მატჩი იქნება. „ატლეტიკოს“ დამარცხება ერთხელ უკვე შევძელით და იმედი გვაქვს, მეორე ჯერზეც მოვახერხებთ გამარჯვებას. „ლა დესიმა“ საოცარ გრძნობებთან იყო დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, მეთერთმეტეს მოგება საოცარ სიხარულს მოგვგვრის, თასის მოგებას კი „სიბელესზე“ მადრიდისტებთან ერთად ვიზეიმებთ.“
„ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გავხდებით და ისტორიას კიდევ უფრო გავამდიდრებთ.“
- 25 მაი 2016
- 2 182
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.