მადრიდული „რეალიზმი“ არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა

თუ ფეხბურთს შევხედავთ, როგორც ხელოვნებისა და ესთეტიკის ერთ-ერთ საუკეთესო გამოხატულებას,მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ ,რომ მადრიდული „რეალიზმი“ არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა.ყველა გუნდს, მათ შორის რეალსაც,ჰყავდა გამოკვეთილი ვარსკვლავები,რომლებიც ლეგენდობისთვის იყვნენ „განწირულნი“. 21-ე საუკუნის მადრიდული „რეალიზმის“ ერთ-ერთი ტრიუმფატორი კი სწორედ ზიდანი გახლდათ ,იგივე ზიზუ სხვა გალაქტიკიდან გალაქტიკოს ღირსეული წარმომადგენელი.

1998 წელს ფლორენტინო პერესი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს Stade de France-დან ადევნებდა თვალს. როცა ზინედინ ზიდანმა 27-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, პერესმა თავის მეუღლეს გადაულაპარაკა:“ ხედავ ათ ნომერ ფეხბურთელს? თუ ოდესმე რეალის პრეზიდენტი გავხდები, ეს ფეხბურთელი აუცილებლად ითამაშებს ჩემს გუნდში“. 2001 წელს ფიფას ორგანიზებულ ერთ-ერთ კონცერტზე, ფლორენტინო პერესის მაგიდიდან გზავნილი გადავიდა შემდეგ მაგიდაზე , სადაც საფრანგეთის და ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი იჯდა. ეს გზავნილი იყო ხელსახოცი, რომელზეც ასეთი რამ ეწერა: “გინდა მადრიდის რეალში თამაში?” ჩემთვის „ფეხბურთის მიქელანჯელოდ“ მონათლულმა ზიდანმაც „ჯოკონდას ღიმილი“ ესროლა პერესს და ინგლისური ასოებით ხელსახოცს მიაწერა-Yes. ეს დასაწყისის დასაწყისი იყო...

არ მოვყვები ზიზუზე,როგორც ფეხბურთის ლეგენდაზე, საუბარს. ციფრები თავადაა მისი უკიდეგანო შესაძლებლობების უტყვი მოწმე. მსურს,მის სამწვრთნელო ინტელექტს გავუსვა ხაზი.ამბობენ, ყველაზე წარმეტებული კაცის უკან ქალი დგას.იგივე ფრაზა სავსებით შეგვიძლია ფეხბურთთან გავაიგივოთ. ყველაზე წარმატებული გუნდის უკან მწვრთნელი დგას და ამის კიდევ ერთ-ერთი ნათელი მაგალითი თავად ზიდანია. ანჩელოტის შეგირდად დანიშვნა,კასტილიის ჩაბარება მოასწავებდა, რომ პერესი სამეფო კლუბის მწვრთნელობისთვის ამზადებდა,ანუ ყველა გზა ზიზუსთან მიდიოდა.როგორც ჩანდა,პერესი არ ჩქარობდა და გუნდი არა ზიზუს, არამედ ბენიტესს ანდო. ესპანელის დანიშვნა პერესის მხრიდან ერთგვარი ცაზე მეხის გავარდნა იყო. გულშემატკივართა ვარაუდიც მართლდებოდა, გუნდის საქმეც უკან-უკან მიდიოდა და მეც პარალელურად Special One-ს სიტყვები მახსენდებოდა: „ ყველა კლუბი აგებს. ეს ფეხბურთია, დღეს მოიგებ, ხვალ წააგებ. მაგრამ როცა "რეალი" აგებს, ეს ყველას უხარია, რადგან ისინი საუკეთესოები არიან“. პერესიც იძულებული გახდა გაეშვა „მოსიარულე მკვდარი“ და წასულიყო იმ რისკსა და უპროცენდენტო შემთხვევაზე,რომელსაც ზიდანის დანიშვა ერქვა. პერესისთვის თანხმობის მიცემამდე ზიზუ კურბისს მოთათბირებია და მასაც უთქვამს,რომ რეალის წინადადებაზე ზოგადად უარს არ ამბობენ და სახალხოდ შემდეგი სიტყვებიც დაამატა: „ზიდანისთვის რეალი ციდან დაცემული ნიშანივითაა და იგივეა ზიდანი რეალისთვის“.

ბუნებრივია, სიხარულთან ერთად მადრიდისტთა დიდი ნაწილი შიშმაც მოიცვა. დიდი ფეხბურთელობა დიდ მწვრთნელობას ყოველთვის როდი ნიშნავს. ზიდანის მწირე სამწვრთნელო კარიერაც ბევრისთვის საკმარისი, ბევრისთვისაც კი უბრალოდ ზღვაში წვეთი იყო. საფეხბურთო სამყარო ორად გაიყო:
"ზიდანის "რეალში" დანიშვნა? ეს იგივეა, რაც ლატარეაში გამარჯვება. ჩემი აზრით, მისი "სამეფო კლუბში" მწვრთნელად დანიშვნა, გიჟური და ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა" -ოტმარ ჰიტცფელდი


"ზიდანი დიდებული ფეხბურთელი იყო. მას იმის კეთება შეეძლო, რასაც სხვები ვერ აკეთებდნენ. მოხარული ვარ, რომ მას მწვრთნელობის შანსი მიეცა. მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბი "რეალი" გახდა და ეს შესანიშნავია. ზიდანს წარმატებებს ვუსურვებ" - ბლანი

„ზიდანის "რეალის" მთავარ მწვთნელად დანიშვნა არ გამკვირვებია. მასთან მუშაობისას კარგი გამოცდილება მივიღე, ზიდანს აქვს ქარიზმა. ის პიროვნებაა, ამიტომ მას ფეხბურთელები ძალიან დიდ პატივს სცემენ.როცა ის საუბარს იწყებს,ყველა უსმენს“-კარლო ანჩელოტი

ასე და ამგვარად გახდა ჩვენთვის საყვარელი ფეხბურთელი ჩვენივე გუნდის მწვრთნელი.სამეფო კლუბი დიდ მიღწევასთან ერთად დიდი გამოწვევაცაა.ყველამ ვიცით, რომ რეალში თამასა ძალიან მაღლაა აწეული და იქ დასამკვიდრებლად, თუნდაც ზიდანისათვის, შესაძლოა, ერთი დიდებული თამაში კი არა, დიდებული სეზონიც არ არ იყოს საკმარისი.ზიდანსაც გააზრებული ქონდა გამოწვევა და სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობით გადადგა პირველი ნაბიჯები,მაგრამ აწ უკვე მწვრთნელის რანგში.

"მე მიმუშავია ჟოზე მოურინიოსთან და კარლო ანჩელოტისთან. ორივემ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მათგან ბევრი შევითვისე. მაგრამ მე მინდა, თავად მივაღწიო წარმატებას, მე უნდა ვიყო ზიდანი"

მადრიდისტები ვასიგრეძეგანებდით ჩვენი გუნდის რთულ მდგომარეობას,ამიტომაც ზიდანს სადებიუტო სეზონში ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტას არავინ სთხოვდა. სეზონის ნახევარი გასული იყო,გუნდის შეთამაშება დროსთან იყო დაკავშირებული,არიადნეს ძაფის პოვნაში კი დროც გავიდოდა და მასთან ერთად ქულებიც გაიფლანგებოდა.მოვლენები ყველასთვის გასაკვირად სხვაგვარად წარიმართა,მეორე წრეში გუნდმაც ნამდვილი მადრიდული სულისკვეთება გამოავლინა, შედეგიც სახეზე იყო და მეც შესაბამისად კვლავ მახსენდენდებოდა უგო სანჩესის ყველაფრის მთქმელი სიტყვები: „რეალი ყოველთვის ბრუნდება,რათა ფეხბურთის ისტორია ოქროს ასოებით ჩაასწოროს“ .რეალიც დაბრუნდა ზიდანის თაოსნობით,რისი დასტურიც ბარსელონასთან არსებული 12 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა და გუნდის ლიგის ფინალში გაყვანა იყო.ვინც ზიზუს რეალს ადევნებდით თვალს,შეამჩნევდით მადრიდელი ფეხბურთელების თითოეულ მოძრაობაში ჩანდა განსაკუთრებული მოტივაცია.თურმე, სულაც არ იყო რეალობას მოკლებული ის, რის თაობაზეც ესპანური პრესა წერდა და რაც, ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჩანდა, რეალის ფეხბურთელები არ თამაშობდნენ მთელი ძალით, რადგან რაფა ბენიტესის მწვრთნელობა გულზე არ ეხტაებათო.

28 მაისი,მილანი, ჯუზეპე მეაცა,დღე,როდესაც მეორედ ზიდანს შეუძლია მწვრთნელის რანგში ჩაწეროს ოქროს ასოებით საკუთარი სახელი მადრიდის რეალის ისტორიაში. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ნანატრ ფინალამდე,მით უფრო უფრო მიმძაფრდება სიხარული და მღელვარებაც.თუ ეს შეძლო დელ ბოსკემ,პეპიმ და დი მატეომ,რატომ იქნება ის შეუძლებელი ზიდანისთვის,კაცისთვის,რომელსაც არასდროს აკლდა ჭკუა-გონება,ინტელექტი,გამოცდილება,აპლოდისმენტები,დიდება,დაფასება და 80 ათასი გაგიჟებული მადრიდელი. ინჩადის თეთრი ცხვირსახოცებით მოფრიალე პუბლიკა.

მაშ ასე, ეს ზინედინ ზიდანია,“ელიტაში მოხვედრილი ქალიშვილი მწვრთნელი“ (როგორც ერთი ჟურნელისტი იტყოდა), „ფრანგი ჯადოქარი“,რომელიც მეორედ უთავაზებს თავს არა მატერაცiს, არამედ კრიტიკოსთა მთელ არმიას. როგორც as-ის ჟურნალისტი სესარ მარტინესი იტყოდა: “არ ვიცი, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არ არსებობს ფეხბურთი ზიდანის შემდეგ”


სტატიის ავტორი: საიტის ერთგული მომხმარებელი - Lik Realution

  • Hala
  • 25 მაი 2016
  • 6 277
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)