ბეილი:„ფინალში ხშირად გამაქვს, რაც ნამდვილად მაიმედებს“
გარეთ ბეილმა ფინალზე მადრიდი „რეალის“ ოფიციალურ საიტთან ისაუბრა...
„ძალიან მშვიდად ვარ და საკუთარ თავზე ვმუშაობ. მთელი კოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მილანში მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, მიზანი მეთერთმეტე თასია.“
„ფინალში ხშირად ვიტან, მაგრამ ამისთვის არავითარი საიდუმლო არ მაქვს. მიმართლებს და იმედია, მილანშიც მოვახერხებ საკუთარი გუნდის დახმარებას.“
„მსურს, გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.“
„ყველა ფინალში დაძაბულობა პიკს აღწევს და ეს ბუნებრივიც არის. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან გვჯერა, რომ გამარჯვება შესაძლებელია.“
„მადრიდის „ატლეტიკო“ თავს ძალიან კარგად იცავს, რაზეც ლა ლიგაში დაფიქსირებული შედეგებიც მეტყველებს. სიმეონეს გუნდის კარში ბურთის გატანა ურთულესი გახდა, მაგრამ ჩვენ დაველოდებით შანსს, რომელსაც გამოვიყენებთ.“
- 25 მაი 2016
- 2 511
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.