რონალდუ: "ხვალ კარგად ვიქნები"
კრიშტიანო რონალდუმ ვარჯიშის დროზე ადრე დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
"მადრიდის რეალის" ტელევიზიასთან საუბარში კრიშტიანო რონალდუმ აღნიშნა, რომ ის მშვიდადაა.
"ვარჯიშისას პრობლემები მქონდა, როგორც ესპანეთში ამბობენ , მცირე ტკივილები, მაგრამ ხვალისთვის უკვე კარგად ვიქნები."
"მშვიდად ვარ . კარგად ვვარჯიშობთ და რა თქმა უნდა, სრულ მზადყოფნაში ვხვდებით შაბათს. სწორ გზაზე ვდგავართ, თავს მშვენივრად ვგრძნობთ, გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და სეზონის კარგ ნოტაზე დასრულება."
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების გამოცდილებაზე.
"შეიძლება გამოცდილება თავისას შვება და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ეს არაფერს არ ნიშნავს. სრულიად განსხვავებულ თამაშს ველოდებით. "ატლეტიკოს" მოგება ენდომება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ და უკეთესად უნდა ვითამაშოთ."
რონალდუ შეეხო ასევე თავის რეკორდსაც:
"რეკორდი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. კარგი იქნება, თუ გავიმეორებ ან გავაუმჯობესებ, მაგრამ დიდად არ მაღელვებს. მთავარი მოგებაა."
ბოლოს მან მადრიდისტებს მიმართა:
"ჩვენ ისინი მუდამ გვერდში გვიდგანან. გვერდში გვედგნენ მთელი ეს სეზონი და ასე იქნება ხვალაც. მათთან ერთად ბრწყინვალე საღამო გამოვა."
წყარო: AS
- 24 მაი 2016
- 9 168
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.