მორატამ "იუვენტუსში" ბოლო მატჩი ჩაატარა
გუშინ გაიმართა კოპა იტალიას ფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "მილანი" და "იუვენტუსი".
მატჩი ძალაინ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ძირითადი დრო 0-0 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. ალვარო მორატა სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მინდროზე გამოსვლის შანსი 108 წუთზე მიეცა. ზუსტად ორ წუთში (110') მან გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს თასის აღმართვის უფლება მისცა.
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ეს იყო ალვაროს ბოლო მატჩი ტურინის "იუვენტუსის" მაისურით. სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთავანე მორატა მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.
- 22 მაი 2016
- 6 603
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.