გარაი მოტივირებულია
ამ კვირის პირველი პრესკონფერენცია, ეზეკილ გარაიმ გამართა. არგენტინელმა ჟურნალისტებთან საუბარში, განაცხადა, რომ მის გუნდს "რიაზორზე" გამარჯვება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია...
"მძიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩემი გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის, იმედი მაქვს "დეპორტივოსთან" სათამაშოდ მზად ვიქნები. წინ უმნიშნველოვანესი შეხვედრაა, გუნდს ვჭირდები და ამას კარგად ვგრძნობ."
"ტიტულის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ... საკუთარ მოედანზე უდანაკარგოდ ვირჯებით, მაგრამ გასვლითი მატჩების მოგება ძალიან გვიჭირს. ჩვენი მთავარი მინუსი სწორედ ეს არის. რთულია "რიაზორზე" მოგება, მაგრამ არა შეუძლებელი."
"ჩვენ შეგვიძლია "ბარსელონას" გადასწრება, ამის პოტენცია აშკარად გაგვაჩნია. მთავარია არ შევდრკეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მნიშვნელოვანია საკუთარ თამაშებზე ფივიქროთ და არა იმაზე, თუ როდის დაკარგავს "ბლაუგნარა" ქულებს, ეს ადრე თუ გვიან მოხდება, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან... მჯერა, რომ მალე ლა ლიგას ახალი ლიდერი ეყოლება და ეს მადრიდის "რეალი" იქნება."
"კრიშტიანო დიდებული მოთამაშეა, რონალდო ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, მისი შეჩერება ძალიან რთული საქმეა. "რიაზორზე" გასამართ უმძიმეს შეხვედრაში პორტუგალიელის გარეშე გავალთ მოედანზე, მაგრამ ეს სამეფო კლუბია, სადაც ნებისმიერი მოთამაშის შეცვლა შეიძლება. შეიძლება რონის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ ვიპოვოთ, მაგრამ "დეპორთან" ნებისმიერ შემთხვევაში 3 ქულის მოპოვება გვმართებს."
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 26 იანვარი 2010
- 1 814
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.