Daily Mirror:„მანჩესტერ „სიტი“ 57 მილიონიან წინადადებას ამზადებს“
ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით, მანჩესტერ „სიტი“ მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 57 მილიონიან წინადადებას ამზადებს...
საქმე დანიელ კარვახალს ეხება, რომელიც წლიდან წლამდე უდიდეს პროგრესს აჩვენებს. კულუარული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს ხოსეპ გუარდიოლას და თვლის, რომ შეთანხმების შემთხვევაში, მარჯვენა ფლანგი მრავალფეროვანი იქნება.
ინგლისელთა წინადადება 57 მილიონიანი იქნება, რომელიც ყველა რეკორდს მოხსნის, აქამდე მსგავსი თანხის სანაცვლად მარჯვენა განაპირა მცველი არცერთ გუნდს არ გაუყიდია.
ჯერ-ჯერობით უცნობია მადრიდელთა პოზიცია, ვინაიდან მათ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღიათ.
- 15 მაი 2016
- 7 753
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.