გაგო:”მე კლუბის დატოვება მინდა”
მადრიდის ”რეალის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ფერნანდო გაგომ და მისმა აგენტმა, კომენტარები გააკეეთეს არგენტინელის ტრანსფერთან დაკავშირებით
გაგო:”მე სასწრაფოდ მსურს კლუბის დატოვება, აქ ძალიან ბევრი ვარსკვლავი თამაშობს და მე უბრალოდ შანსი არ მაქვს ძირითადში თამაშის, მე კი წორედ სასტარტოში თამაში მინდა. ჯერ იმისთვის ახალგაზრდა ვარ,რომ სათადარიგოზე ვიმყოფებოდე. საკმაოდ კარგი შემოთავაზებები მაქვს კლუბებისგან, განსაკუთრებით ინგლისიდან. ძალიან მინდა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ”სიტისგან” ჩვენ იდეალური შემოთავაზება გვაქვს, რის გამოც შეიძლება მანჩესტერში გადავბარგდე”.
აგენტი:”გაგო კარგი ნახევარმცველია, მას შეუძლია კარგ გუნდში თამაში, ამიტომაც მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს გუნდი, რადგან იგი ”ბლანკოსისთვის” უმნიშვნელოა. როცა კლუბში ალონსო და გუტი თამაშობენ იქ სხვა ნახევარმცველის ადგილი არ არის, მე გაგოს მანჩესტერ ”სიტიში” გადასვლას ვურჩევდი. მართალია მათ უკვე შეიძინეს ერთი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა, მაგრამ იგი უკვე ასაკში იმყოფება, რის გამოც ამ კლუბს ესაჭიროება ახალგაზრდა ნახევარმცველი”.
ინფორმაციის წყარო:DEFENSAFOOTBALL.COM
სტატიის ავტორი:BUXU
- 26 იანვარი 2010
- 2 026
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.