ბუტრაგენიო:„ამაყი ვარ, ზიდანით და მისი ფეხბურთელებით“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „დეპორტივოსთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„პირველ რიგში მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი მწუხარება. ერაყში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა და არაერთი მადრიდისტა გარდაიცვალა.“
„ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც დასაფასებელია. მართალია ლა ლიგის მოგებამდე ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ საბრძოლო განწყობაზე ვართ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში უდიდესი მოტივაციით ვითამაშებთ.“
„მეტოქეს შანსი არ მივეცით, კრიშტიანომ დუბლი მალევე შეასრულა და „რეალი“ წინ გაიყვანა, თუმცა მთავარი ლუის ენრიკეს გუნდის შედეგი იყო.“
„გულშემატკივარი „რეალს“ ყოველთვის მაქსიმუმს თხოვს. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ყველა ბედნიერია, ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ეს არის ყველაზე დიდი ტურნირი.“
„ლა ლიგა კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. 38 დაპირისპირება გავმართეთ და 90 ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.“
„ყველაფერი უკან დარჩა, ახლა მხოლოდ ფინალზე ვფიქრობთ. მილანში გასამართი მატჩი პრიორიტეტულია. სეზონის გადამწყვეტ დაპირიპირებას, სწორედ იტალიაში გავმართავთ.“
- 15 მაი 2016
- 3 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.