ნავასი: "სეზონის ბოლოს საუკეთესო ფორმაში ვიყავით"
კეილორ ნავასი დამწუხრებულია, რადგან გუნდი როდესაც საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში შევიდა სეზონი დასრულდა და სულ რაღაც ერთი ქულის გამო, სამეფო კლუბი ჩემპიონი ვერ გახდა.
"ჩვენ დავამყარეთ რეკორდები, გავიტანეთ უამრავი გოლი და გულშემატკივრებს სიხარული მივგვარეთ, თუმცა სამწუხაროა, რომ სეზონი უკვე დასრულა. იმდენად კარგ ფორმაში ვიყავით, რომ არ მინდოდა ეს ყველაფერი მორჩენილიყო. მომდევნო სეზონიდან ამ შეცდომებს აღარ დავუშვებთ."
"ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩემპიონთა ლიგაა. ეს გათამაშება სეზონის სტარტიდანვე ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. მილანში მატჩი იოლი არ იქნება. მადრიდის "ატლეტიკოსთან" რამდენჯერმე ვითამაშეთ. სიმეონეს გუნდი დიდებული ოსტატებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ 100%-ით ვართ მზად მადრიდული დერბისთვის და დარწმუნებული ვარ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება."
Realmadrid.com
- 15 მაი 2016
- 2 763
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.