კარვახალი: "ჩვენ ბოლო წამამადე ვიბრძვით"
დანი კარვახალის განცხადებით, გუნდი ბოლომდე აპირებს ბრძოლას.
"პირველ რიგში მინდა "ბარსელონას" მივულოცო ჩემპიონობა. სასიხაურლოა, რომ "რეალი" ლა ლიგის მეორე წრის საუკეთესო გუნდი გახდა. ჩვენ ყველაზე პროდუქტიულები ვიყავით აღნიშნულ პერიოდში."
"ბენიტესის ხელმძღვანელობის დროსაც იგივე შემადგენლობა ვიყავით, თუმცა რთული პერიოდი დაგვიდგა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კრიზისი დავძლიეთ, გავძლიერდით და კვლავ ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლოებები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკვე სულ ცოტათი დაგვაგვიანდა."
"მადრიდის "რეალი" არის მებრძოლი გუნდი და ეს ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ. სეზონის ბოლო და ყველაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი. ყველამ ვიცით, რომ მადრიდული დერბი დაძაბული იქნება, თუმცა იმედი მაქვს გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ."
- 15 მაი 2016
- 2 814
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.