მიჩელ სალგადო: ნისტელროის გაშვება შეცდომა იყო
სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ვან ნისტელროის გაშვებას დათანხმდა...
,,მადრიდის რეალი წელს საუცხოოდ გამოიყურება და ამაზე ქულებიც მეტყველებს, გუნდს უამრავი გოლი აქვს გატანილი და ცდილობს დაეუფლოს ლა ლიგას, მაგრამ ვან ნისტელროის გაშვება ჩემი აზრით შეცდომა იყო, იგი მსოფლიო დონის ფორვარდია და ,,ბლანკოსისთვის" ბევრს ნიშნავდა".
,,როდესაც ჰოლანდიელი ფორვარდი სამეფო კლუბში გადმოვიდა, მის მიმართ ისმოდა დიდი კრიტიკა, მაგრამ ვან გოლმა ყველას დაუტმკიცა საკუთარი კლასი და ბევრი გოლის გატანა შეძლო პირველივე სეზონში, მის გარეშე რეალის თავდასხმის ხაზი წარმოუდგენელი იყო".
,,მიუხედავად იმისა, რომ ,,ბლანკოსი" ბევრ გოლს იტანს, აშკარაა, რომ წინა ხაზში პრობლემებია, კარიმ ბენზემა საერთოდ არ არის ფორმაში, იგი რთულად ერგება ესპანურ გიგანტს, საფრანგეთის ჩემპიონატში კარიმი გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს".
,,სეზონი გრძელია, მითუმეტეს ისეთი გრანდისთვის როგორიც მადრიდია, მათ უამრავი მატჩი აქვთ სათამაშო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, რუდი კი რეალს მართლაც გამოადგებოდა, მისი გერმანიაში გაშვება ჩემი აზრით დიდი შეცდომა იყო".
- 26 იანვარი 2010
- 1 857
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.