ვალდანო გაგოს აგენტს ესაუბრა
გუშინ მადრიდის ”რეალის” გენერალურმა მენეჯერმა ხორხე ვალდანომ და გაგოს აგენტმა ისაუბრეს, არგენტინელის ტრანსფერის შესახებ. მარსელო ლომბილას თქმით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოლაპარაკებების მეორე ნაწილი სულ რამოდენიმე დღეში იქნება.
ამავე წყაროს მიხედვით გაგოს აგენტს მიაჩნია, რომ მისმა კლიენტმა გუნდი უნდა გამოიცვალოს, რადგან ეს მისთვის ბევრად სასარგებლო იქნება, ვიდრე ”რეალში” დარჩენა და მეორე შემადგენლობაში თამაში. ასევე სულ რამოდენიმე დღის წინ გახმაურდა გაგოს ფასი და ეს 15 მილიონი ევროა, მაგრამ ”ბლანკოსის” ხელმძღვანელობას სურს 25 მილიონი ევრო არგენტინელის სანაცვლოდ.
თავად ფერანდოს ძალიან სურს გუნდის გამოცვლა და თავის კარიერის ნორმალურად გაგრძელება, ამის მიზეზი ის არის, რომ მას სათამაშო დრო არ ეძლევა. ამ ყველაფრის მიუხედავად ”სამეფო” კლუბის ხელმძღვანელობა აზრს არ იცვლის და არ სურს არგენტინელის გასხვისება.
ინფორმაციის წყარო:tribalfootball.com
სტატიის ავტორი:buxu
- 26 იანვარი 2010
- 1 796
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.