ატირებული იკერ კასილიასი და ზარ-ზეიმით გაცილებული ალვარო არბელოა
მადრიდში ალვარო არბელოას ზარ-ზეიმით გაცილებას, არაერთგვაროვანი ემოციები მოჰყვა...
ყველა მადრიდისტას იკერ კასილიასი გაახსენდა, რომლისთვისაც „ბლანკოსის“ დატოვება ნამდვილი კატასტროფა იყო. პრესკონფერენციაზე კაპიტანმა ტირილი ვერ შეიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ იკერი არბელოს მსგავსი სცენარით არავის გაუცილებია, არც მოთამაშეებს აუტაცებიათ ხელში და ასე შემდეგ.
მადრიდში ფიქრობენ, რომ კასილიასი მეტ დაფასებას იმსახურებდა, ალვაროს პომპეზურ გაცილებაში კი ცუდი არაფერია.
გარკვეული ჯგუფები ინიციატივით გამოდიან, რომლის მიხედვითაც, იკერმა ბერნაბეუზე კიდევ უნდა ითამაშოს და გულშემატკივრებს სიყვარულის გამოხატვა შეეძლოთ.
შედგება თუ არა გამოსამშვიდობებელი დაპირისპირება უცნობია.
P.S „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
- 9 მაი 2016
- 7 797
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.