კრიშტიანოს მე-200 გოლი ბერნაბეუზე

კრიშტიანო რონალდუ გამაოგნებელი შედეგების დაფიქსირებას განაგრძობს...

„ვალენსიას“ შეხვედრაში გატანილი მეორე გოლის წყალობით, პორტუგალიელს ბერნაბეუზე მეორასე გოლი დაუგროვდა, რაც მართლაც საოცარი შედეგია.

200 გოლის გასატანად, ოქროს ბურთის სამგზის მფლობელს 171 დაპირისპირება დასჭირდა. გამოდის, რომ „შვიდიანი“ თითო შეხვედრაში საშუალოდ 1.16 გოლს იტანს.

ბრწყინვალე სტარტი 2009 წელს შედგა, როდესაც კრიშტიანომ ლა ლიგის პირველ ტურში „დეპორტივოს“ გაუტანა. ის შეხვედრა პელეგრინის გუნდმა 3-2 მოიგო.

200 საშინაო გოლიდან 149 ლა ლიგაზე, 40 ჩემპიონთა ლიგაზე, 10 სამეფო თასზე, ხოლო ერთი ესპანეთის სუპერთასზე მოდის.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კრიშტიანოს „ბერნაბეუზე“ შესრულებული აქვს რე-პოკერი (5 გოლი ერთ მატჩში) და არაერთი პოკერი.

  • Hala
  • 9 მაი 2016
  • 6 275
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)