წლევანდელ სეზონში „ბერნაბეუს“ 85%-ზე მეტი არ ივსება
წლევანდელი სეზონი მადრიდის „რეალისთვის“ საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ დედაქალაქელ ქომაგთა უმრავლესობა სტადიონზე წავლას, სახლში დარჩენას ამჯობინებს...
გუშინ „ვალენსიასთან“ დაპირისპირებაში „რეალს“ მხარს ბევრი ქომაგი უჭერდა, მაგრამ აღინიშნოს, რომ არაერთი ცარიელი ადგილი იყო დარჩენილი.
ერთადერთი დაპირისპირება, სადაც სტადიონი გაივსო, „ელ კლასიკო“ გახლავთ, გულშემატკივრებმა კი ბენიტესის გუნდის ნამდვილი ფიასკო იხილეს.
უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ დადის ხალხი სტადიონზე. ჟურნალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ბილეთის მაღალი ფასების გამოა გამოწვეული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მადრიდისტას წლიური აბონიმენტი აქვს შეძენილი და მაინც არ დადის საყვარელი კლუბის საგულშემატკივროდ.
საშუალო მაჩვენებლით, „ბლანკოსის“ სტადიონი თითო შეხვედრაში მხოლოდ 85%-ით ივსება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება შარშანდელ და შარშანწინდელ შედეგებს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფლორენტინო პერესის მეორედ გაპრეზიდენტების და გუნდში კაკას, რონალდუს, ალონსოს და სხვების მოსვლის შემდეგ, ბერნაბეუზე შეხვედრების 76%-ში სრული ანშლაგი იყო.
- 9 მაი 2016
- 4 173
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.