მტილიგას ცხვირის ოპერაცია დასჭირდა
ორი დღის წინ მადრიდის ”რეალმა” გამართა მატჩი ”მალაგასთან”, სადაც კლუბმა 2-0 იმარჯვა. ამ თამაშში რონალდუმ ორჯერ დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი: ერთხელ უმშვენიერსეი გოლით და მეორეჯერ არა სპორტული საქციელთ, რის გამოც მან წითელი ბარათი დაიმსახურა და 70-ე წუთზე მოედანი დატოვა.
მადრიდის ”რეალის” გარემარბმა კრიშტიანუ რონალდუმ, წითელი ბარათი მიიღო ”მალაგასთან” მატჩში, ამის გამო იგი ”დეპორტივოსთან” ვერ ითამაშებს. მან ცხვირი გაუტეხა ”მალაგას” ფეხბურთელს პატრიკ მტილიგას.
მას დასჭირდა ცხვირის ოპერაცია, რადგან ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამ ოპერაციის ხარჯებს ”სამეფო” კლუბი გადაიხდის. თავად პორტუგალიელს კი მიაჩნია, რომ იგი გაძევების ღირსი არ იყო. მისი თქმით, თავად მცველი არღვევდა თამაშის წესებს, რის გამოც იგი რონალდუს მსხვერპლი აღმოჩნდა.
როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, ”მალაგას” მცველი სამ კვირას გამოტოვებს და შემდეგ დაუბრუნდება გუნდს,-იტყობინება defensacentral.com
ინფორმაციის წყარო:defensacentral.com
სტატიის ავტორი:buxu
- 26 იანვარი 2010
- 2 495
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.