ზიდანი:„არბელოა „ბერნაბეუზე“ ბოლოჯერ გავა“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...

„ალვარო არბელოა ბერნაბეუზე ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ვფიქრობ, ალვარომ „ბლანკოსისთვის“ ბევრი რამ გააკეთა. ესპანელმა ფეხბურთელმა საკმაოდ მდიდარი კარიერა შექმნა, როგორც კლუბში ასევე ნაკრებში. არბელოას აბსოლუტურად ყველა ტიტული აქვს მოგებული, ის აუცილებად მიიღებს სათამაშო წუთებს.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალი მთავარ საზრუნავია, რასაც უდიდეს ყურადღებას მივაქცევთ, მაგრამ ჯერ ადრეა. ლა ლიგის ორ ფინალზე უნდა ვიფიქროთ. ხვალ ურთულესი დაპირისპირება გვაქვს, სადაც გამარჯვება იოლი არ იქნება, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვიასპარეზოთ და 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში. გუნდი მუშაობს, ბევრს იბრძვის და შედეგიც სახეზეა.“

„გუნდის ლაზარეთში მატებაა, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვალენსიელთა წინააღმდეგ კეილორ ნავასი, გარეთ ბეილი და დანიელ კარვახალი არ მეყოლება. ერთბაშად სამი მოთამაშის დანაკლისი რთული აღმოსაფხვრელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.“

„კრიშტიანო რონალდუსთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მნიშვნელოვანია, რომ პორტუგალიელმა ორივე დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა.“

"ძალიან დაძაბული ვითარებაა ლა ლიგაში. "ვალენსიასთან" მატჩი ადვილი არ იქნება. მეტოქე საკმაოდ ძლიერია და მათ დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ ჩვენთვის, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვოთ."

"ამ მომენტისთვის არაფერი გვაქვს მოგებული. იმ მიმართულებით გავაგრძელებთ სიარულს, როგორც აქამდე მივდიოდით. დარჩენილია მხოლოდდამხოლოდ სამი ტური. იმედი მაქვს სეზონს ტრიუმფალურად დავასრულებთ."

"ლა ლიგის ზედიზე ათ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება, რაც საკმაოდ კარგი შედეგია და ეს ჩემს ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენას გაუმყარებს. გუნდი მომართულია ნებისმიერი მომენტის და შანსის გამოყენებაზე."

"ჯერ-ჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით. ხვალ ის ჩვენთან ერთად იქნება, რადგან მზად არის სათამაშოდ, თუმცა მისი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას არ ვაპირებ."

"მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოთხი თვის წინ დავინიშნე. მას შემდეგ არაფერი შემიცვლია გუნდში. "ბლანკოსი" აგრძელებს აღებული გეზით სიარულს. ძალიან სასიხარულო და საიამოვნოა, როდესაც ფანები ჩემს მიმართ სითბოს გამოხატავენ. ამას ვგრძნობდი ფეხბურთელობის პერიოდშიც და ახლაც, როგორც გუნდის მწვრთნელი. ესპანეთი ჩემს მეორე სამშობლოდ ჩამოყალიბდა."

"სამწუხაროა, რომ კაზემიროს დაზიანება აქვს. იგი ჩემი გუნდის ერთ-ერთ საყრდენ მოთამაშედ იქცა და მისი მალე დაბრუნება მჭირდება.

  • Hala
  • 7 მაი 2016
  • 7 028
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)