ლუკას ვასკესი: "ფანების დამსახურებით ხდება ყველაფერი"
ლუკას ვასკესმა მადრიდის "რეალის" ტელევიზიაში კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"სეზონის სტარტზე მძიმედ გამოვიყურებოდით და ისეთი ბედნიერები არ ვიყავით, როგორც ახლა. ამ ეტაპზე კი ჩვენ ორი ჩემპიონატის მოგებისთვის ვიბრძვით და შანსები საკმარისად გვაქვს."
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გასაოცარი გრძნობაა. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, თუ რამხელა სიხარულის მინიჭება შემიძლია ჩემი გულშემატკივრებისთვის. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მთელი სეზონის მანძილზე ისინი გვერდით გვედგნენ. განსაკუთრებით გვქომაგობდნენ კრიზისულ პერიოდში. სწორედ ამიტომ უნდა აღვმართოთ ლიგის თასი და გამარჯვება მადრიდისტებს მივუძღვნათ."
"რაც შემეხება მე, თავს კარგად ვგრძნობ. ვარ მშვენიერ ფორმაში და ბედნიერი ვარ, რომ მადრიდის "რეალის" მაისურით გამოვდივარ მინდორზე. გუნდის მთავარი მწვრთნელი მენდობა და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ზიზუ გასაოცარი მოტივატორია."
Realmadrid.com
- 7 მაი 2016
- 2 172
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.