ბუტრაგენიო:„ზინედინ ზიდანი ბრძენია“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „სიტისთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„პირველი ტაიმის პირველ 30 წუთში არაერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო გატანა რთული ხდებოდა. ფეხბურთელებს მონდომება ეტყობოდათ, მაგრამ ბოლო წუთებში ავნერვიულდით და ინიციატივა „სიტის“ დავუთმეთ. გუნდმა ჭკვიანურად ითამაშა, რაც ზინედინ ზიდანის დამსახურებაა, ფრანგი სპეციალისტი ბრძენია და ზუსტად იცის, კონკრეტულ შემთხვევაში რა სჭირდება. ვერავინ იტყვის, რომ მადრიდულმა გუნდმა ფინალსი თამაში არ დაიმსახურა.“
„კროოსმა და მოდრიჩმა დიდებული თამაში ჩაატარეს, ხორვატი იმიტომ შეიცვალა, რომ ვეღარ დარბოდა, კოვაჩიჩის შესვლით კი კოლექტივს მეტი ენერგია შეემატა.“
„ზეიმი კარგი და აუცილებელიც გახლავთ, ვინაიდან განწყობა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გუნდი ლა ლიგაზე უნდა გადაერთოს, სადაც 2 ფინალია დარჩენილი. ორივე ფრონტზე კარგი შანსი გვაქვს.“
„მადრიდული გუნდები დომინირებენ, 3 წელიწადში უკვე ორჯერ შევძელით ფინალში გასვლა, ანალოგიური გააკეთა „ატლეტიკომაც“, რომლის პროგრესიც აშკარა და თვალნათლივია.“
- 5 მაი 2016
- 3 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.