ხოსე მარია გუტიერეს ჰერნანდეს გუტი

მე ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ლეგენდის გუტის კარიერა.

ხოსე მარია დაიბადა 1976 წლის 31 ოქტომბერს ესპანეთის დედაქალაქში. გუტი არის ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. ის ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც გაიარა მადრიდის რეალის ყველა სარეზერვო კლუბი იკერ კასილასსთან და რაულთან ერთად.

გუტის დებიუტი ,მადრიდის რეალის კანტერაში შედგა 1986 წელს და უნდა აღინიშნოს, რომ ის მატჩი ლეგენდამ თავდამსხმელად ითამაშა. მას შემდეგ კი ის ნახევარდაცვაში გადაბარგდა და სწორედ ამ პოზიციაზე გაითქვა სახელი. ის შეუერთდა ,,რეალ მადრიდ კასტილია"-ს 1995/1996 წლებში. ხორხე ვალდანომ თავიდანვე შენიშნა ხოსე მარიას უნიკალური პასი და ტექნიკური თამაში და დაუყოვნებლივ პირველ გუნდში მიიწვია.

გუტის დებიუტი ძირითად გუნდში კი შედგა 1995 წლის 2 დეკემბერს სევილიას წინააღმდეგ, რომელიც კლუბმა 4-1 მოიგო. 1997 წელს კი გუტიმ ითამაშა 17 შეხვედრა და მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლო ასევე ის გახდა ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული.

1999-2000 წლების სეზონში გუტიმ 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ მოიგო ლიგა გუნდთან ერთად.

ხოსე მარიამ ამის შემდეგაც დაიბრუნა თავისი თავდამსხმელობა ფერნანდო მორიენტესის ტრავმის გამო და მან იმედები არ გაუცრუა სამწვრთნელო შტაბს. მან 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა და კლუბს დაეხმარა 27-ედ ქვეყნის ჩემპიონობაში და კიდევ ერთხელ ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებაში.

ლეგენდარული რონალდოს მოსვლის შემდეგ გუტიერესმა დაიბრუნა თავისი საყვარელი პოზიცია და მისი შედეგიანობაც საგრძნობლად შემცირდა (8 გოლი 63 მატჩში)

მან 2002 წელს მოიგო მესამედ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ასევე მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის.

2004-2005 წლები კი მისთვის და მთელი კლუბისთვის აღმოჩნდა საშინელი. გუდნმა ის წლები უტიტულოდ გაატარა. 2005-2006 წლებში კი გუტიმ 43 მატჩში 6 გოლი შეაგდო, აქედან 4 პრიმერაში და 2 ჩემპიონთა ლიგაზე.

კალდერონის პრეზიდენტობის დროს კაკა ძალიან ახლოს იყო რეალთან და შედეგად გუტის ძირითადში მოხვედრის შანსები საგრძნობლად მცირდებოდა. ესპანელის მომავალს ,,ატლეტიკო მადრიდს" უკავშირებდნენ, მაგრამ გუტიმ რეალში დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო ბრაზილიელი კი რეალში ოდნავ მოგვიანებით გადმოვიდა.

2006-2007 წლებში, როდესაც ფეხბურთს თავი ზინედინ ზიდანმა დაანება, გუტი გახდა შემქმნელი ფეხბურთელი და ეს საქმეც მას შესანიშნავად გამოდიოდა. ის ძალიან კარგად ამარაგებდა გუნდელებს მისი ზუსტი პასებით, რაც გამოიხატა სევილიასთან მატჩში, რომელიც გუნდმა 3-2 მოიგო, ხოლო გუტიმ კი ბოლო 32 წუთი დაჰყო მოედანზე და ორი საგოლე პასით აღინიშნა.

2008 წლის 10 თებერვალს ხოსე მარიამ გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა მატჩში ,,ვალიადოლიდის" წინააღმდეგ, რომელშიც კლუბმა გაანადგურა მოწინააღმდეგე ანგარიშით 7-0, ასევე ესპანელმა ლეგენდამ გუნდის მე-5000 გოლი გაიტანა ,,ნუმანსიის" წინააღმდეგ.

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ გუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.

გუტის დებიუტი ეროვნულ გუნდში შედგა 1999 წლის 5 მაისს, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა, ხორვატიის ნაკრები 3-1 დაამარცხა.

მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის, ასევე მან ამის გამეორება მოახერხა ოღონდ 21-წლამდე მსოფლიო მუნდიალზე.

ამ ყველაფრის მიუხედევათ გუტის გამოსვლა ნაკრებში შეგვიძლია უარყოფითად ჩავთვალოდ, რადგან მას ბოლო წლებია არ იძახებენ, რადგან გუნდში მასზე გაცილებით ახალგაზრდა და არანაკლებ ტექნიკური ფეხბურთელები ასპარეზობენ მაგალითად: ხავი ინიესტა და ცესკ ფაბრეგასი.

მე მინდა წარმატება ვუსურვო გუტის კლუბშიც და ნაკრებშიც. იმედია მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თვალს გაახელს და მოუძებნის ხოსე მარია გუტის ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე.



ინფორმაციის წყარო:oleole.com


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (298)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)