ვარჯიში გრძელდება
ზინედინ ზიდანმა მანჩესტერ "სიტისთან" მატჩამდე თავისი შეგირდები დღეს მეორედ შერიბა საწვრთნელ ბაზაზე.
სესია სასიახრულო ამბით დაიწყო. მინდორზე სრული დატვირთვით ივარჯიშეს კრიშტიანო რონალდომ და ალავრო არბელოამ. ორი ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია. რაც შეეხება კარიმ ბენზემას, ისიც გამოვიდა ბაზაზე, თუმცა ბურთთან ერთად არ უვარჯიშია. ფრანგი ფეხბურთელი სტადიონის გარშემო მოთელვით ვარჯიშებს ასრულებდა, ბოლოს კი კროსით გაისარჯა. სპორტულ დარბაზში დარჩა კაზემირო, რომელმაც ტრენაჟორებზე ივარჯიშა.
ზიზუმ ძირითად გუნდთან სავარჯიშოდ კვლავ გამოიძახა კასტილიელი ბორხა მაიორალი. სესია ბურთის კონტროლით და სწრაფი გადაცემებით დაიწყო. შეკრების ბოლოს კი ფეხბურთელებმა ფეხბურთი ითამაშეს, რომელიც აქცენტირებული იყო პრესინგზე და კონტრ იერიშებზე.
Realmadrid.com
- 2 მაი 2016
- 4 480
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.