პელეგრინი: "რეალი არის პოლიტიკა და არა საფეხბურთი კლუბი"

მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტებთან მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.

"სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაშის დროს ვერ განსაზღვრავ რა პრობლემას შეიძლება წააწყდე. ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, ეს არის პოლიტიკა, სადაც მუშაობენ ფეხბურთის დიდი იდეოლოგები და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი არის ზინედინ ზიდანი. ფრანგმა ლეგენდამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო სამწვრთნელო კარიერა, თუმცა შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს."

"პირველ შეხვედრაში გამიკვირდა, როდესაც მადრიდის "რეალი" ვერ ახერხებდა ბურთის დაჭერას. ისინი ცდილობდნენ თამასის გაკონტროლებას და პრესინგის თამაშს, თუმცა იმდენად ხშირად უშვებდნენ შეცდომებს გადაცემების დროს, რომ მათი მიზნები არ ასრულდა, ეს ყველაფერი კი ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს გაცილებით უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ."

"სანტიაგო ბერნაბეუზე ზუსტად იგივე სქემით ვაპირებ თამაშს, უბრალოდ ჩემს მოთამაშეებს უფრო მაღლა თამაშს მოვთხოვ. პრესინგი იქნება ჩვენი უმთავრესი მიმართულება, რომელსაც ბოლო წუთამდე უნდა მივყვეთ. ერთი გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ, რადგან ყოველგვარი ფრე ჩვენ გვაწყობს."

"ბლანკოსის მხრიდან რა თქმა უნდა, ყველაზე სახიფათო კრიშტიანო რონალდოა. მას ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოუდგენელი რამ ჩაიდინოს და მატჩის ბედი გადაწყვიტოს. რაც მოხდა "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. თუ რონალდო ჩვენს წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, მისი და ბეილის დაკეტვა უმთავრესი ამოცანა იქნება."

Bernabeudigital.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)