ბეილი: "ლა ლიგის მოგება რეალურია"

დღევანდელი მატჩის გმირის, გარეთ ბეილის განცხადებით სამეფო კლუბს შესწევს იმის ძალა, რომ ლა ლიგა მოიგოს.

"ყოველ მატჩში ბოლომდე ვიხარჯებით და ვცდილობთ თამაშის სტილი უფრო დავხვეწოთ. დღეს მეტოქე მედგრად დაგვიდგა, თუმცა საბედნიეროდ სამი ქულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. კრიშტიანო და ბენზემა დიდი დანაკლისია ჩვენთვის, თუმცა დიდი შემადგენლობის წყალობით მათი ჩანაცვლება შევძელით."

"ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი რეალურია. "ატლეტიკოს" და "ბარსელონას" ნებისმიერ დროს შეიძლება დაუცდეს ფეხი, რითაც ჩვენ აუცილებლად ვიხეირებთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და შედეგს აუცილებლად მივაღწევთ."

"ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ურთულესი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის წინ. მანჩესტერ "სიტი" სულ უფროდაუფრო ძლიერდება და ეს ჩვენთვის დამატებითი პრობლემაა. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად უნდა გავიდეთ ფინალში."

Realmadrid.com

  • Junior
  • 30 აპრილი 2016
  • 4 244
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (9)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)