ზიდანი: "ვიშრომეთ, ვიწვალეთ, ვიბრძოლეთ და ბოლოს გავიმარჯვეთ"

ზინედინ ზიდანმა "სოსიედადის" დამარცხების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა.

"ძალიან რთული სამუშაო გვქონდა. ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან. ლა ლიგაში ვითარება დაძაბულია და ყოველ მომენტს გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს. საბედნიეროდ დღეს სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ახლა მთავარია დავისვენოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ."

"ბეილის შედეგები მახარებს. მას ამ სეზონში ტრავმები ჰქონდა და სამწუხაროდ ვერ ახერხებდა თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას. ახლა კი ვხედავთ ფეხბურთელს, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, "დაფრინავს". გარეთი ისეთივე ფიგურა უნდა გახდეს, როგორიც კრიშტიანოა. მე მისი მჯერა და დარწმუნებული ვარ უელსელი ვარსკვლავი უფრო მოუმატებს."

"ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში ურთულესია. საბედნიეროდ მე შემადგენლობაში მყავს 20-21 ფეხბურთელი და არა 13. როტაციას ხშირად მივმართავ, რათა გუნდის ძალები გადავანაწილო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

"ყოველ ფეხბურთელი ჩემთვის საყურადღებო და მოსაფრთხილებელია. დღეს კროოსის დასვენება გადავწყვიტე, რადგან მან გასულ მატჩში დიდი ენერგია დახარჯა. მადრიდისტებს მოვუწოდებ დაისვენონ და ძალები მაქსიმალურად დაზოგონ ჩემპიონთა ლიგისთვის."

"ჩემს თავში მუდამ ტრიალებენ კრიშტიანო და კარიმი. იმედი მაქვს, ისინი მზად იქნებიან მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ სათამაშოდ. ბენზემა და რონალდო ბევრს ნიშნავენ გუნდისთვის."

Realmadrid.com

  • Junior
  • 30 აპრილი 2016
  • 4 925
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)