ილიარამენდი:„მოდრიჩი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ასიერ ილიარამენდიმ „ბლანკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩემთვის მადრიდის „რეალი“ ბევრს ნიშნავს, ვინაიდან ამ კლუბის რიგებში ვირიცხებოდი და სრულად გავითავისე ის ფილოსოფია, რაც დედაქალაქშია.“
„„მერენგების“ რიგებში ჩემი არაერთი მეგობარი თამაშობს, ამიტომ გამიხარდება, თუ ლა ლიგაში წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ანოეტაზე“ მათ რამეს დავუთმობ. მაქსიმალურად შევეცდები გუნდს დავეხმარო და სტუმრებს გოლის გატანის საშუალება არ მივცე.“
„ლუკა მოდრიჩი ძალიან სახიფათოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხორვატ ფეხბურთელს რაც შეიძლება ნაკლები სივრცე მივცეთ.“
„კრიშტიანო რონალდუს არყოფნა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. პორტუგალიელი ფეხბურთელი საოცარ ფორმაშია.“
„აღვნიშნავ თუ არა გატანილ გოლს? არ ვიცი.“
- 29 აპრილი 2016
- 3 296
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.