გუნდი „ანოეტაზე“ ვიზიტისთვის მზად არის
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ფინალური ვარჯიში გამართეს...
ზინედინ ზიდანის განკარგულებაში კრიშტიანო რონალდუ და კარიმ ბენზემა კვლავ არ იყვნენ, ასევე ვერ ივარჯიშა ალვარო არბელოამ, რომელმაც დისკომფორტი იგრძნო და დახურულ კარს მიღმა გაისარჯა. ეს ფეხბურთელები ბასკების წინააღმდეგ ვერ იასპარეზებენ.
მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი ფიზიკურ სამუშაოებზე გაამახვილა, რის შემდეგაც დიდი ყურადღება მიექცა ტაქტიკურ მონახაზსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
კოლექტივთან ერთად იყო ბორხა მაიორალიც, რომელიც განაცხადშიც მოხვდა და დიდია შანსი იმისა, რომ სათამაშო დროც მიიღოს.
- 29 აპრილი 2016
- 1 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.