კარლოსი:„ნებისმიერი ფეხბურთელისთვის „რეალში“ თამაში დაუვიწყარია“
რობერტო კარლოსმა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
„მადრიდში გატარებული თითოეული წელიწადი ძალიან კარგად მახსოვს. ხშირად ვიგებდით, იყო უტიტულო სეზონებიც, მაგრამ ყველა შეხვედრა დაუვიწყარი გახლდათ, ეს იყო ნამდვილი საოცრება. მახსოვს ჩემპიონთა ლიგის თასები, ინტერკონტინანეტალის თასი და დიდი სიხარული.“
„გულშემატკივრები ფეხბურთელებს ყოველთვის დიდ დახმარებას უწევდნენ, მათი ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. ისტორია მეორდება, ზიდანი ჯერ ფეხბურთელის, ახლა კი მწვრთნელის რანგშია გუნდის ლიდერი.“
„საკუთარ ოფისში ისტორიული სურათები მაქვს, რომელიც „რეკრეატივოსთან“ გატანილ შესანიშნავ გოლს ასახავს, რომელმაც ლა ლიგის ჩემპიონობა გაგვინაღდა, ასევე პირველი დაპირისპირება „ბარსელონასთან“ და ბრწყინვალე გოლი ბასკების წინააღმდეგ.“
„გუნდის უდავო ლიდერი რაული იყო, რომელიც კოლექტივისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ბრწყინვალე მეგოლე, მეგობარი, პარტნიორი და რაც მთავარია მოტივატორი.“
„ძალიან გამიხარდა, როდესაც ზინედინ ზიდანი „ბლანკოსის“ სათავეში მოვიდა. ბევრი ფიქრობდა, რომ გამოუცდელობის გამო მისი ამხელა კლუბში დანიშვნა შეცდომა იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა ყველას დაუმტკიცა, რომ დიდებული სპეციალისტია. ზიზუს ხედვები აბსოლუტურად მისაღებია.“
„მე ნამდვილად ვხედავ ჩემპიონ „რეალს“, რომელიც ზიზუს ხელში გაიბრწყინებს. ზიდანს აქვს შემართება, ძალა, სწორი სტრატეგია და ყველა ასპექტი იმისათვის, რომ „რეალის“ წარმატებული მესაჭე იყოს.“
„მადრიდულ გიგანტში თამაში არასდროსაა იოლი, მაგრამ ამაზე ბედნიერი დრო არ არსებობს. მახსოვს სოლარი, გუტი, ფიგუ და სხვები, რომლებიც იმ საოცარ გუნდთან ასოცირდებიან.“
- 29 აპრილი 2016
- 4 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.