„სოსიედადის“ წინააღმდეგ ისკოს და ხამესს ერთად ელიან
მოგეხსენებათ, „სოსიედადთან“ დაპირისპირებაში ზინედინ ზიდანს ნაკლები არჩევანი ექნება, ვინაიდან კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდუ თამაშს ვერ მოახერხებენ. ასევე ეჭვქვეშ დგას ხესე როდრიგესის ასპარეზობის საკითხიც...
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზიზუ ხამეს როდრიგესსა და ისკო ალარკონს შანსს მისცემს და ორივე მოთამაში შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
წინა ხაზში ვასკესს და გარეთ ბეილს კოლუმბიელი უნდა დაეხმაროს, ნახევარდაცვაში კი ისკოს ვიხილავთ, რომელმაც სავარაუდოდ კროოსი უნდა შეცვალოს.
ზიზუს გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ აქვს, მაგრამ ფრანგი ვალდებულია, შეტევითი ხაზის შემცირებული პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს.
- 28 აპრილი 2016
- 2 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.