ზიდანი:„საკმაოდ დიდ სტრესში ვართ, რადგან ყველა მატჩი ფინალია“
ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა...
„რეალ „სოსიედადთან“ დაპირისპირება ურთულესი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ფეხბურთელებს ვაიძულებ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. სამ დღეში ერთხელ თამაში იოლი არ არის, მაგრამ თუ ტიტული გვსურს, ყველა ბარიერი უნდა გადავლახოთ. დიდ სტრესში ვართ, ვინაიდან ყველა დაპირისპირება ფინალია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამუხტულები ყველაფერს შევძლებთ.“
„უკვე 4 თვეა მადრიდის „რეალს“ სათავეში ვუდგავარ. მერწმუნეთ, დიდი სამუშაოები ჩავატარეთ და შედეგსაც ვიღებთ. ფეხბურთელები უსიტყვოდ მიგებენ, კოლექტივში საკმაოდ კარგი ვითარებაა. გუნდი სწორ გზას ადგას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს დაპირისპირებები, სადაც შეცდომებს ვხედავ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. „ბლანკოსი“ თამაშს კიდევ უფრო დახვეწავს.“
„ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების მოგებაში გულშემატკივარი უნდა დაგვეხმაროს. ინგლისში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსმა“ საშინაო არენაზე აუცილებლად უნდა შეუტიოს, ვინაიდან გოლი აქვს გასატანი. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და მილანის საგზური მოვიპოვოთ. ეჭვი არ მეპარება, ქომაგებს უდიდეს სიხარულს მივანიჭებთ და ერთად ვიზეიმებთ ფინალში გასვლას.“
„ახლა ლიგაზე არ ვფიქრობ, რადგან წინ „ანოეტაზე“ გასამართი მატჩია, რომელიც უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.“
- 28 აპრილი 2016
- 4 454
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.