ზიდანი:„წინა ხაზში პრობლემები იყო“
ზინედინ ზიდანმა მანჩესტერლებთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი 90 წუთის მანძილზე აქტიური იყო, მაგრამ მეორე ტაიმის გამოყოფა აუცილებელია, სადაც არაერთი მომენტი შევქმენით, თუმცა რეალიზაცია ვერ მოვახდინეთ. ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს.“
„რონალდუმ გუშინ ივარჯიშა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ გარისკვა არ ღირდა. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი ლა ლიგის მომდევნო ტურში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მანჩესტერელებთან განმეორებით დაპირისპირებაში „შვიდიანი“ მზადყოფნაში იქნება და კოლექტივის დახმარებას სრულფასოვნად შეძლებს.“
„კარიმმა კვლავ დისკომფორტი იგრძნო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოედნიდან გამეყვანა და საქმეში ხესე ჩამერთო.“
„წინა ხაზში სერიოზული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახალგაზრდა მადრიდისტებმა საკუთარი ძალა დაამტკიცეს. როგორც ლუკას ვასკესი, ასევე ხესე ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია.“
- 27 აპრილი 2016
- 5 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.