პიპიტას დეპორთან თამაში ძალიან საეჭვოა
გონსალო იგუაინი უკვე 2 მატჩია ვერ ეხმარება საკუთარ კლუბს, არგენტინელ ფორვარდს ტრავმა აწუხებს...
პიპიტა სამეფო კლუბის ექიმთა შტაბის მეთვალყურებოსი ქვეშ არის და ყველა მითითებას ასრულებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს და ჩადგეს ფორმაში, იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ფორვარდის მდგომაორეობა გაცილებით უკეთესი ხდებოდა და შესაძლო იყო მისი დეპორტივოსთან დაბრუნება, თუმცა ეს ინფორმაცია დღეს შეიცვალა იმით, რომ გონსალოს თამაშის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 10 %-ს შეადგენს.
სამეფო კლუბს როგორც ჩანს რიასორზეც დააკლდება პიპიტა, თავდასხმის ხაზს კი ან რაულ გონსალესი, ან კარიმ ბენზემა გაამაგრებს.
იგუაინის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იგი რაც შეიძლება სწრაფად ჩადგეს მწყობრში და შეძლოს ,,ბლანკოსის" დახმარება.
არგენტინელი ფორვარდი წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 11 გოლია.
- 25 იანვარი 2010
- 1 701
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.