ზიდანის წინადადება რაფაელ ბენიტესმა დაბლოკა
Okdiario საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს...
საქმე კევინ დე ბრუინს ეხება, რომელიც ახლა მანჩესტერ „სიტის“ ღირსებას იცავს და გუნდის ლიდერად არის ქცეული.
წყაროზე დაყრდნობით, ზაფხულში ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესთან ინტენსიურ საუბრებს აწარმოებდა ბელგიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ფრანგი ლეგენდა „კასტილიას“ მწვრთნელობასთან ერთად, პერესის პირადი კონსულტანტის ფუნქციებსაც ითავსებდა.
ზინედინმა დე ბრუინს რეკომენდაცია მისცა და პერესიც თანახმა იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდი თანხის სანაცვლოდ გადაებირებინა, მაგრამ წინადადება რაფაელ ბენიტესმა დაბლოკა.
მაშინ მთავარი მწვრთნელი ესპანელი იყო, ამიტომ ფლორენტინომ მისი აზრი გაითვალისწინა და ნდობა გამოუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, პერესმა ზაფხულში შესაძლოა, კვლავაც იბრძოლოს ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ურთულესი იქნება.
- 26 აპრილი 2016
- 8 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.