„რეალმა“ „სიტისთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა მანჩესტერ „სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყეს...
მოთამაშეები, რომლებმაც გუშინ „ვალეკასზე“ მატჩში მონაწილეობა მიიღეს, ნაკლებად გაისარჯნენ, ზოგი კი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში მომზადებით შემოიფარგლა.
კარიმ ბენზემას დაზიანება აქვს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ კუნთების გაძლიერებაზე მუშაობდა.
ძალიან სასიხარულო კი ის არის, რომ კრიშტიანო რონალდუმ სრული დატვირთვა მიიღო და ის მანჩესტერელთა წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშებს.
„ბლანკოსი“ ინგლისში ხვალ გაემგზავრება.
- 24 აპრილი 2016
- 4 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.