„პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში სუარესი დაწინაურდა
სულ რაღაც 2 ტურის წინ, კრიშტიანო რონალდუ ლუის სუარესს 5 გოლით უსწრებდა და ბომბარდირთა დავის სათავეში იყო მოქცეული, თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა...
ლა ლიგის წინა ტურში რონიმ გატანა ვერ შეძლო, ლუისმა კი პოკერი მიითვალა.
დღევანდელ დაპირისპირებაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მონაწილეობა საერთოდ ვერ მიიღო, ვინაიდან მცირე დაზიანება ჰქონდა, სუარესმა კი „სპორტინგს“ ისევ პოკერი შეუსრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ 35 ტურის თავზე ურუგვაელ ფორვარდს 34 გოლი აქვს გატანილი, კრიშტიანოს კი 31.
- 24 აპრილი 2016
- 7 034
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.