ზიდანი:„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით“
ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...
„პირველი ათი წუთი ძალიან მძიმე გამოდგა. შესაბამისად, გოლიც გავუშვით და გეგმები აირია. საერთო ჯამში ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.“
„როდესაც 2-0 აგებ, რთულია მოგებაზე იფიქრო, მაგრამ მადრიდის „რეალს“ არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ბოლო წუთამდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ფეხბურთელებმა შემართება არ დაკარგეს და მეტოქეს ბოლომდე უტევდნენ.“
„ხვალ ფეხბურთელები „ვალდებებასზე“ გამოცხადდებიან, სადაც დღეს დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ. მერწმუნეთ, ბევრი ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას, ინგლისში მაღალ დონეზე თამაში გვმართებს.“
„თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ თამაში 90 წუთის მანძილზე გრძელდება, ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.“
„პირველ 15 წუთში მასპინძლებს სრული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ დანარჩნეი 75 წუთის მანძილზე „რეალი“ დომინირებდა.“
„ბეილი დაგვიბრუნდა და 2 გოლიც მიითვალა. უელსელი ფეხბურთელის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მან ყველაფერი გააკეთა წარმატებისთვის.“
„მინდა გავახარო გულშემატკივრები და ვაცნობო, რომ კრიშტიანო რონალდუ ინგლისში გუნდთან ერთად გაემგზავრება.“
„ისკო ალარკონი პირველ ტაიმში ინერტულად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში რადიკალურად შეიცვალა და კრეატიული გახდა. ესპანელმა ფეხბურთელმა სიტუაცია არაერთხელ გაამწვავა.“
„სირთულეების გადალახვა ყოველთვის სასიამოვნოა. დღევანდელ დღეს დიდი ენერგია დავხარჯეთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცა. ინგლისში ურთულესი მატჩი გველის. „სიტი“ გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე „რაიო ვალეკანო“, ამიტომ ზუსტად უნდა ვიასპარეზოთ.“
„არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გარეთ ბეილი არამხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც ბრწყინვალედ თამაშობს, ის უნივერსალია.“
- 23 აპრილი 2016
- 7 946
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.