დასვენების დრო არ არის, „რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მისცა, ვინაიდან შაბათს „რაიო ვალეკანო“-ს წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის...
სამწუხაროდ, კრიშტიანო რონალდუს სესიაში მონაწილეობა არ მიუღია, პორტუგალიელი ფეხბურთელის სამედიცინო დასკვნა სულ მალე გახდება ცნობილი.
თუმცა ვარჯიშზე სასიხარულო ინფორმაციაც დაფიქსირდა, როდესაც გარეთ ბეილი გამოჩნდა. უელსელი ფეხბურთელი 100%-ით მზად არის და „რაიო“-სთან სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან.
ზიდანმა „კასტილიადან“ მარკოს ლორენტე, ბორხა მაიორალი და მარტინ ოდეგარი იხმო.
რამდენიმე შეგირდი, რომელმაც გუშინდელი დაპირისპირება 90 წუთი ითამაშა, მხოლოდ სატრანაჟორო დარბაზში მუშაობით შემოიფარგლა.
ხვალ, კოლექტივი სრულად შეიკრიბება და ფინალურ ვარჯიშს გამართავს.
- 21 აპრილი 2016
- 2 048
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.