„რეალმა“ ლა ლიგაში 100 გოლიან ნიშნულს გადააჭარბა
მადრიდის „რეალმა“ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა...
გუშინდელ დაპირისპირებაში, ლუკას ვასკესის მიერ გატანილი გოლი, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-100 აღმოჩნდა.
„რეალმა“ 100 ბურთიან ნიშნულს, ლუკა მოდრიჩის ბრწყინვალე გოლის წყალობით გადააჭარბა.
„ბლანკოსი“ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც 34-ე ტურის თავზე, მსგავსი შედეგი დააფიქსირა.
მეორე ადგილს 96 გოლით, კატალონიის „ბარსელონა“ იკავებს, რომელმაც გუშინდელ დაპირისპირებაში „დეპორტივოს“ 8 უპასუხო გოლი გაუტანა.
- 21 აპრილი 2016
- 3 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.