მიმდინარე წლის მოულოდნელობა „ბერნაბეუზე“
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალმა“ გუშინდელ დაპირისპირებაში საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხა, სანტიაგო ბერნაბეუზე მიმდინარე წლის უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა...
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში, მადრიდის „რეალი“ სტადიონი არ გაივსო. მეტიც, წლევანდელ წელს დედაქალაქელებმა საშინაო არენაზე არაერთი დაპირისპირება გამართეს, მაგრამ ამდენი ცარიელი ადგილი არასდროს დაფიქსირებულა.
გუშინდელი მონაცემებით დედაქალაქელთა სტადიონზე 19 721 ცარიელი ადგილი იყო, რაც მთავარ მოულოდნელობად ჩაითვალა.
მადრიდელებმა არსებული სიტუაცია იმით ახსნეს, რომ სამუშაო დღე იყო, შეხვედრა კი ესპანეთის დროით 22:00 საათზე დაიწყო, რამაც გულშემატკივარს მსგავსი გადაწყვეტილება მიაღებინა.
წლევანდელ სეზონში დასწრების მხრივ, ყველა ცუდი მაჩვენებელი პრიმერას მე-4 ტურში დაფიქსირდა, სადაც ბენიტესის შეგირდებმა 1-0 იმარჯვეს, მაშინ სტადიონზე 12 984 ცარიელი ადგილი დაფიქსირდა.
- 21 აპრილი 2016
- 7 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.