ზიზუ კოვაჩიჩს არ ენდობა
მას შემდეგ, რაც რაფაელ ბენიტესმა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და გუნდის სათავეში ზინედინ ზიდანი ჩადგა, მატეო კოვაჩიჩის საქმე არც ისე სახარბიელოდ მიდის...
ხორვატმა ფეხბურთელმა მხოლოდ 390 წუთი ითამაშა მას შემდეგ, რაც გუნდის მესაჭედ ზინედინ ზიდანი მოგვევლინა.
გამოდის, რომ მატეო არის ერთ-ერთი ფეხბურთელი იმ შეგირდთაგან, ვისაც ზიზუ ყველაზე ნაკლებად ენდობა.
კოვაჩიჩზე ცუდი შედეგი მეკარე კიკო კასილიას, ალვარო არბელოას და მსგავსი სტილის ფეხბურთელებს აქვთ.
მატეო ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელია. თუ ვითარება არ შეიცვალა, არ არის გამორიცხული, პერესმა ხორვატი მოთამაშე გუნდიდან გაუშვას.
- 20 აპრილი 2016
- 2 755
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.