კარლოს კეირუში:„ფლორენტინო კარგი ადამიანია, მაგრამ შეცდომებს უშვებს“
კარლოს კეირუში, რომელიც მადრიდის „რეალის“ სათავეში წლების წინ იდგა, ჟურნალისტებს ესაუბრა. ეს არის ადამიანი, რომლის „რეალსაც“ ესპანეთის ჩემპიონობა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურებში 8 ქულა გაანიავა და პირველობა რაფაელ ბენიტესის „ვალენსიას“ დაუთმო...
„ფლორენტინო პერესი ძალიან კარგი ადამიანია, მას ვიცნობ და ვიცი, რა სურს, მაგრამ ხშირად უშვებს შეცდომებს, რომლის გამოსწორებასაც გარკვეულ შემთხევებში დიდი დრო სჭირდება.“
„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. კატალონიის „ბარსელონა“ არასდროს გაყიდის სერხიო ბუსკეტსს, რომელზეც მთელი ნახევარდაცვა დგას, ფლორენტინო პერესმა კი კლოდ მაკელელე უმალვე მოიშორა. ფრანფი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ანალიგურის თქმა შეიძლება მორიენტესზე, ფერნანდო ნამდვილი მადრიდისტა გახლდათ და ბრწყინვალედ ასპარეზობდა, მაგრამ პერესმა ის გაყიდა, „ბარსელონა“ ასე მარტივად არ შეელევა ლუის სუარესს.“
- 20 აპრილი 2016
- 2 687
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.