მარჩელინო: "ეს იქნება ყველაზე რთული მეტოქე ჩემს კარიერაში"
მოგეხსენებათ, ლა ლიგის მომდევნო ტურში სამეფო კლუბი "ვილიარეალს" უმასპინძლებს. "ყვითელი წყალქვეშა" ნავის მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელინომ ჟურნალისტებთან მოახლოვებულ დაპირისპირებაზე იმსჯელა.
"გუნდში გარკვეული პრობლემებია, კერძოდ ის, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების რიცხვი საკმაოდ დიდია. ჩემი გუნდის ლიდერები, სოლდაო, ვალეკასა, რუისი ვერ შეძლებენ "ვილიარეალის" დახმარებას."
"რაც შეეხება მადრიდის "რეალს", თეთრები ძალიან კარგ ფორმაში შევიდნენ. ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით გუნდი ბევრ გოლს იტანს, განსაკუთრებით სანტიაგო ბერნაბეუზე. სამეფო კლუბის წინააღმდეგ არაერთხელ გამომიყვანია ჩემი გუნდები და ვფიქრობ ეს იქნება ყველაზე დაძაბული და რთული პაექრობა, რადგან ზიდანის წინააღმდეგ მიწევს თამაში."
"მადრიდის "რეალს" 90 წუთის განმავლობაში შეუძლია წარმოუდგენელი ძალებით ითამაშოს, თან ისე, რომ დაღლა საერთოდ არ შეეტყობა. ამას ემატება ზიზუს გასაოცარი სათამაშო სქემები. ძალიან დიდი პასუხიმგებლობით ვეკიდები ამ მატჩს და იმედი მაქვს იღბალი "ვილიარეალის" მხარეს იქნება."
Bernabeudigital.com
- 19 აპრილი 2016
- 4 924
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.