ჩემპიონთა ლიგაზე კაზემირო უალტერნატივოა
ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ბრაზილიელი კაზემირო უალტერნატივო ფეხბურთელი იქნება...
ლა ლიგაში როტაცია გრძელდება, რასაც ბოლო შეხვედრებიც მოწმობს. როგორც ისკო, ასევე ხამეს როდრიგესი მოედანზე გადიან და გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სიტუაცია განსხვავებულია, სადაც კაზემიროს ალტერნატივა არ ჰყავს.
ზიდანის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 4-3-3 სქემას ირჩევს, სადაც ბრაზილიელი მოთამაშე სუფთა ჩამშლელის როლს ასრულებს.
მადრიდში ფიქრობენ, რომ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მოენდანზე ისკო ან ხამესი აუცილებლად გავა, კაზემირო კი დაისვენებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ითამაშებს თუ დაისვენებს ლუკა მოდრიჩი, განსხვავებით ჩემპიონთა ლიგისგან. ვინაიდან, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩის ტრიო 1/2 ფინალში უალტერნატივო იქნება, ისკოს და ხამესს კი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწევთ.
- 19 აპრილი 2016
- 4 289
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.