პელეგრინის პრეს-კონფერენცია

მოგეხსენებათ "მშვიდობის თასის"-თვის ბრძოლაში მადრიდის რეალი ხვალ ჩაებმება, ამიტომ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ,მანუელ პელეგრინმა ერთი დღით ადრე ჟურნალისტებისთვის გამართა პრეს-კონფერენცია, სადაც მან ისაუბრა ბევრ საინტერესო საკითხზე.

კვირა ნახევრის წინ თქვენ თქვით, რომ მიახლოებით 27 ივლისისათვის ცნობილი გახდებოდა კლუბის საბოლოო შემადგენლობა, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

მე ეს ვთქვი, მაგრამ ამასთანავე დავამატე, რომ აუცილებელი იყო არ დაგვეშვა შეცდომები. ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, თუ საქმეს დასჭირდა , კიდევ მოვიცდით.

თქვენ ამბობდით, რომ გჭირდებოდათ მცველი და ორი ნახევარმცველი, თქვენი აზრით, გადმოვა თუ არა მადრიდის რეალში ხაბი ალონსო?

მე არ მისაუბრია კონკრეტულ ფეხბურთელებზე, მე ძალიან მოხარული ვარ , რომ გრანერო მოვიყვანეთ კლუბში, ვინაიდან ვფიქრობ მას დიდი როლის შესრულება შეუძლია კლუბისთვის. ვნახოთ , თუ რა მოხდება მომავალში.

რაფა ბენიტესმა ალონსოს ლივერპულში დარჩენა უსურვა, რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

მე არანაირი მოსაზრება არ გამაჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ რა თქვა მან. მას ალბათ აქვს მიზეზი, როცა ასე ლაპარაკობს. იგი, როგორც კლუბს , ასევე ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს. მე არ მიყვარს არამადრიდელ ფეხბურთელებზე საუბარი და კიდევ , მე ნაკლებად ვაკეთებ კომენტარებს სხვა მწვრთნელების განცხადებებზე.

გიქმნით თუ არა დისკომფორტს ამდენ ფეხბურთელთან მუშაობა?

კარგით, ეს არც თუ კომფორტული სიტუაციაა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ შემადგენლობა ცოტა შეთხელებული იყოს, მაგრამ არც ესაა ძალიან ძნელი. ჩვენ ნორმალურად ვვარჯიშობთ და კლუბშიც კარგი ატმოსფეროა. თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ჩვენი მოვალეობაა თითოეულ ფეხბურთელთან თანაბრად ვიმუშაოთ და ასეც ვიქცევით.

პელეგრინის პრეს-კონფერენცია


როგორ მიდის კრისტიანო რონალდუს ადაპტირება კლუბთან?

ის კარგად მოერგო კლუბს და იმ სტილს, რა სტილითაც ვაპირებთ თამაშს.

გაგაოცათ თუ არა მისმა ადაპტაციის უნარმა?

არა. მე მანამდეც ვიცოდი, რომ ის პროფესიონალი იყო, მისი თამაში დიდი ხანია, რაც საუკეთესოა.

რა ჭირს პეპეს?

ის ტრავმირებულია და არ გვინდა გავრისკოთ და უფრო დიდი ტრავმა მიიღოს. ეს ამხანაგური შეხვედრებია , სადაც ჩვენ არ ვარჩევთ შემადგენლობებს. ჩვენ ვახდენთ შემადგენლოებების როტაციას და თითოეულ ფეხბურთელს ვაძლევთ შანსს. პეპე მაშინ ითამაშებს, როცა გამოჯანმრთელდება.

რონალდო მარჯვენა ფრთაზე თამაშობდა პირველ შეხვედრაში და არც ისე სახიფათო იყო, რა პოზიციაზე ათამაშებთ მომდევნო შეხვედრებში რონალდუს?

ეს ამხანაგური შეხვედრებია, ჩვენ თითოეულ ფეხბურთელს ვაძლევთ თამაშის საშუალებას და სხვადასხვა ექსპერიმენტებსაც ვატარებთ, ჩვენ ჯერ არ განგვისაზღვრავს ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელი, რონალდო ხან , როგორც თავდამსხმელი ითამაშებს, ხან კიდე უკან დაიწევს, ის შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე კომფორტულადაა.

ფეხბურთელებმა შეაქეს თქვენი მუშაობა და მონდომება. ცდილობთ თუ არა თქვენს შეგირდებთან ახლოს ყოფნას?

მე სულ ასე ვმუშაობდი, მიხარია, რომ ყველაფერი ასე მიდის

პელეგრინის პრეს-კონფერენცია


"მშვიდობის თასი" მნიშვნელოვანი ამხანაგური შეხვედრებისგან შედგება, აპირებთ თუ არა იგივე სისტემით მუშაობას?

თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი კლუბის ახალი სეზონისთვის მომზადებაა. ამხანაგურ შეხვედრებში თვითმიზანი არასდროს არ უნდა იყოს კარგი შედეგის მიღწევა, ვინაიდან ჩვენ ეს შეხვედრები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ ჩვენ ირლანდიისგან სრულიად განსხვავებულ რამეს ვიხილავთ. ჩვენი ოთხშაბათის თამაშიც ძალიან განსხვავებული იქნება.

ბევრი ელის, რომ ხვალ კრისტიანო რონალდოს იხილავენ, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს. როგორია წინასამატჩო მოსამზადებელი ატმოსფერო კლუბში?

ხალხი პრობლემა არაა, მათ სულ უნდათ, რომ იხილონ ფეხბურთელის საუკეთესო თამაში. ახალ კლუბთან ადაპტირებას დრო ჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ ძლიერებაზე და უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ ფეხბურთელს.

კარგი დებიუტი არის თუ არა მნიშვნელოვანი ფეხბურთელის თვითრწმენისთვის?


ყველაფერი მნიშვნელოვანია. რაც უფრო კარგად თამაშობენ , მით უფრო კარგ გუნებაზე არიან. წინასასეზონო მომზადებისას სწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შემდგომში თავიდან იქნას არიდებული უსიამოვნებები.

ვალდანომ თქვა, რომ ჰუნტელაარის როლი მეორეხარისხოვანი იქნება, ითამაშებს თუ არა ის ხვალ?

მე ვესაუბრე ყველა ფეხბურთელს და ჰუნტელაარმა იცის, თუ რა მინდა მე. ჩვენ ბევრი თავდამსხმელი გვყავს და ლოგიკურია, რომ ყველა ვერ შეძლებს დარჩენას. ყველამ იცის, თუ რაოდენ კარგია იგი. ახლა თავდამსხმელების სიჭარბე გვაქვს და მან იცის, რომ იქ მისი ადგილი არაა.

თქვენ გუშინ ესაუბრეთ ჰაინცეს, ენდობით თუ არა მას?

მე ყველა მათგანს ვესაუბრე , რადგან მსურდა მათთვის ამეხსნა ყველაფერი და მერწმუნეთ, რომ ყველამ იცის საკუთარი ადგილი და როლი.

თქვენი მუშაობისას ვილიარეალში კლუბი სეზონს ყოველთვის ძლიერად იწყებდა, რასაც მერე მოყვებოდა ჩავარდნები , მაგრამ სეზონს მაინც კარგ ნოტაზე ასრულებდა. იქნება თუ არა ეს წელი წინა წლების მსგავსი?

მე იანვარში ყოველთვის როდი მქონდა ჩავარდნები, მაგრამ სეზონის ბოლოს ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. ჩვენი ფიზიკური მომზადება გვაძლევს საშუალებას ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე ბოლო ათიდან რვა შეხვედრა.

ყველაფერი ისეა მადრიდის რეალში, როგორც წარმოგედგინათ?

მე აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე კარგად მიმიღეს, როგორც კლუბის შიგნით, ისე მის გარეთ. მე ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს შეგირდებთან.

რას ფიქრობთ, ხვალ იქნებით თუ არა წნეხის ქვეშ?

ჩვენ შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი "მშვიდობის თასის" მოსაგებად, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი გეგმის განახლებას ამ შეჯიბრის გამო.

იქნება თუ არა თქვენთვის დებიუტი ბერნაბეუზე სპეციალური?

ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ამას და არც რონალდუსა და ბენზემას პრეზენტაციას არ შეუძლია შეცვალოს ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრაა, ის, რომ ეს მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს წინასასეზონო მომზადებაში.

თითოეულ ნახევარში დააყენებთ თუ არა განსხვავებულ შემადგენლობას, როგორც ირლანდიაში გააკეთეთ?

ხვალ ჩვენ მხოლოდ ხუთი შეცვლის გაკეთების შესაძლებლობა გვექნება, ჩემი ფეხბურთელების უმრავლესობა 60-70 წუთის განმავლობაში ითამაშებს.

შეგეცვალათ თუ არა წარმოდგენა იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც თავდაპირველად არ ენდობოდით?

ძალიან არა, მაგრამ ზოგიერთმა მართლა გამაოცა. დუდეკს წინა სეზონში არ უთამაშია, მაგრამ ეხლა დავრწმუნდი, რომ ის პროფესიონალი და მაღალი კლასის გოლკიპერია.


წყარო: realmadrid.com

  • shvela
  • 25 ივლისი 2009
  • 1 849
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)