„რეალმა“ „ბარსელონას“, „ბაიერნმა“ კი „ბლანკოსს“ აჯობა
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებული შედეგებით გამოირჩევიან, მიუნხენის „ბაიერნს“ უკეთესი შედეგი აქვს...
მადრიდელებმა 1/4 ფინალის ჩათვლით 26 გოლს მოუყარეს თავი, რაც 4 ბუთით მეტია კატალონიის „ბარსელონაზე“, მაგრამ 2 ბურთით ჩამორჩება ხოსეპ გუარდიოლას „ბაიერნის“ გუნდის შედეგს.
„რეალს“ თითო მატჩში საშუალო 2.6 გოლი გააქვს, მიუნხენურ კლუბს კი 2.8.
უნდა აღინიშნოს, რომ 26 გოლიდან 16 რონალდუს ანგარიშზეა, დანარჩენი 10 კი სხვა ფეხბურთელების.
„რეალს“ გერმანელთა შედეგის გაუმჯობესების შანსი აუცილებლად ექნება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე „რეკორდმაისტერიც“ თამაშობს და რეზულტატის გაუმჯობესებას დაისახავს მიზნად.
- 18 აპრილი 2016
- 8 704
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.