რაული:„ის, რაც ზიდანმა გააკეთა დასაფასებელია“
რაულ გონსალეს ბლანკომ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა...
„ის, რაც ზინედინ ზიდანმა გააკეთა დასაფასებელია. არ ვფიქრობ, რომ რაფაელ ბენიტესი ცუდი მწვრთნელია და მან გუნდი არასწორი გზით წაიყვანა, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალში“ ზიზუს დანიშვნის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.“
„დედაქალაქელები ლაღ ფეხბურთს თამაშობენ და ცდილობენ ბევრი გაიტანონ, რაც ქომაგებს ძალიან ახარებს.“
„მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია და „ბარსელონასთან“ ჭიდილს ლა ლიგაში განაგრძობს. სხვაობა კი მინიმალურია.“
„მე ვფიქრობ, სეზონის დასკვნითი ეტაპი გადამწყვეტი იქნება, ზიზუ კი კოლექტივს კიდევ უფრო მეტ მოთხოვნებს წაუყენებს.“
- 18 აპრილი 2016
- 5 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.