ზიდანს გამაოგნებელი სტარტი აქვს
ზინედინ ზიდანი განსაკუთრებულ ეპოქაშია, რასაც მისი შედეგებიც მოწმობს...
მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის რანგში ფრანგი სპეციალისტი მოგვევლინა, მადრიდის „რეალმა“ 15 შეხვედრა გამართა და 50 გოლს მოუყარა თავი, რაც რეკორდი გახლავთ.
დედაქალაქელთა არცერთ მესაჭეს მსგავსი შედეგი არ ჰქონია.
ფრანგი ლეგენდის დამოძღვრილები თითო შეხვედრაში საშუალოდ 3 გოლზე მეტს იტანენ, რაც ბრყწინვალე შედეგია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ხეტაფესთან“ გამარჯვება, იყო პირველი გასვლითი პაექრობა, სადაც ზიზუს შეგირდებმა მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს.
- 17 აპრილი 2016
- 9 250
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.