ზიდანი:„დამწუხრებული ვარ და ძალიან მწყინს, რომ ბენზემა არ გამოიძახეს“
ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...
„რატომღაც ყველა ფავორიტად მიგვიჩნევ, მაგრამ თავდაჯერებულობის პიკს ნამდვილად არ ვაღწევთ. ვიცით, რომ საბრძოლველი გვექნება და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. „ხეტაფეში“ ძირეული ცვლილებები განხორციელდა, ამიტომ რთულია გავიგოთ, რა სტილის ფეხბურთს ითამაშებს „რეალის“ წინააღმდეგ, ამიტომ საქმე უფრო რთულდება.“
„ჩემპიონთა გვსურს, მაგრამ უპირველესი მიზანი მეორე ადგილია, ვინაიდან წინ „ატლეტიკოა“, თუ მეორე ადგილზე გადავინაცვლებთ, შემდეგ უკვე პირველობაზეც ვიფიქრებთ. თანაქალაქელები ბოლომდე დაიხარჯებიან, მაგრამ არც ჩემი ფეხბურთელები დანებდებიან. რეალური შანსი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.“
„გადავწყვიტე, რომ როტაცია განვახორციელო, ამიტომ რამდენიმე ცვლილებას იხილავთ. გუნდს ამოსუნთქვა სჭირდება, სათადარიგო მოთამაშეებს კი სათამაშო დრო, ამიტომ ყველაფერი დაბალანსდება.“
„ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ბევრ საუბარს არ ვაპირებ, ვინაიდან ამის დრო შემდეგომ გვექნება. ახლა კონცენტრაციას, მხოლოდ მადრიდულ დერბიზე ვახდენ, ვინაიდან საპასუხისმგებლო დაპირისპირება გველის.“
„ლიგაზე ერთადერთს ვიტყვი, რომ კარგია პირველი შეხვედრის ინგლისში გამართვა.“
„კატალონიის „ბარსელონასთან“ სხვაობა ძალიან დიდი იყო, ახლა კი მხოლოდ 4 ქულას შეადგენს. ჩვენი შანსები რეალურია, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გასაუმჯობესებლად და მაქსიმალური შედეგების მისაღებად.“
„კრიშტიანო რონალდუ დიდებული ფეხბურთელია. პორტუგალიელმა მოთამაშემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ საოცრებების ჩადენა შეუძლია. „შვიდიანი“ ხანდახან ვერ იტანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდს არ ეხმარება. რონალდუ ხვალ აუცილებლად დაგვეხმარება.“
„კარვახალი, ნაჩო და ისკო ხშირად ხვდებიან შემადგენლობაში, თუმცა როტაცია მათ ხშირად ეხებათ. არ გამოვრიცხავ, სამივემ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე.“
„არ მაინტერესებს რა ხდება „ბარსელონაში“ და ჩავარდნა აქვს თუ არა ამ გუნდს. ჩემი მიზანი ის არის, რომ კოლექტივი ფიზიკურად მზად იყოს, ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისა, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღო.“
„დამწუხრებული ვარ, რადგან კარიმ ბენზემა ნაკრებიდან მოკვეთეს, თუმცა ამ ამბავში ჩარევას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ჩემი საქმე არ არის. მერწმუნეთ, კარიმს ძალიან უნდოდა ლურჯი ფორმის ჩაცმა და ბოლომდე ბრძოლა, მაგრამ მას დასვენება მოუწევს.“
„გრიზმანი ბრწყინვალე მოთამაშეა, ის მოწოდების სიმაღლეზე დგას, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ვიმედოვნებ, ეროვნულ ნაკრებში გამორჩეული იქნება.“
- 15 აპრილი 2016
- 5 676
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.